„მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია.“
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბარი გაუგებარია იმ ფონზე, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში.
"დარწმუნებული ვარ, არც მედია, არც პოლიტიკოსები და არც მოქალაქეები არ შეუშინდებიან ტერორს და ძალიან მშვიდად, მტკიცედ მივლენ საარჩევნო ყუთთან და გააკეთებენ არჩევანს" - ამბობს ბოკუჩავა.