ამ სიტყვებით მიმართა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა, მირანდა ბაღათურიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმ მოძალადეებს, რომლებიც 5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისთან ბაღათურიას და მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდნენ.
სხდომაზე მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა.
„როცა ბრალდებულებს ვუსმენ და ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც ვემორჩილები კანონს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადვოკატებიც, მეც, მედიის წარმომადგენლებიც, სასამართლოც, ვემორჩილებით კონსტიტუციას,“ - განაცხადა თამარ იაკობიძემ.
დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების პატიმრობის შეცვლის მიზნით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლე გიზო უბილავამ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და მუხრან დადვანი პატიმრობაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 5-6 ივლისისს „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ, დარბაზში მიმდინარე პროცესის პარალელურად ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.