საია-ს განცხადებით 5 ივლისს დაირღვა ევროპული კონვენციის 4 მუხლი: წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა.
ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს.