LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » 5 ივლისის საქმე

5 ივლისის საქმე

საია 5-6 ივლისის მოვლენებზე: შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის

საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში.

სახალხო დამცველმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ასაკრძალად კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა

ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, მათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მისამართად სარჩელის პროექტი რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს წარუდგინეს.

„25 წელია, ბავშვობიდან ტელევიზიაში ვმუშაობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ქვეყნიდან წავიდოდი, გადაღებაზე გვაგინებდნენ, ფიზიკურად ვერ დავრჩებოდი მანდ” – ოპერატორმა ლევან კალანდიამ საქართველო დატოვა

თქვენი თვალით უნდა ნახოთ, აქ ხალხს იატაკზე სძინავს, ეძებენ სამსახურს და წვალებაში ვართ. იმედია გამიმართლებს და ტელევიზიაში დავიწყებ მუშაობას“, - თქვა ლევან კალანდიამ.

მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა – ქარტია განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სათანადოდ არ გამოუძიებია საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია.