შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში მიმართავენ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის ჩანაწერს ეხმიანება, სადაც წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.