თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებზე ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეაჯამეს.