LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება დიდ დიღომში

ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი – “სისხლის ბანკის” დირექტორი

ბავშვების ტრავმამ რა თქმა უნდა დეფიციტი არ გამოიწვია, მაგრამ ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი!, - ამის შესახებ შპს „სისხლს ბანკის“ დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განცხადება, რომ ქვეყანაში სისხლის კომპნენტების დეფიციტია, მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც გაკეთდა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.

შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა – კახი კალაძე

დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. გაზი, წყალი, ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საკითხზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, კალაძის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, დაზიანებულ კორპუსში აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს – დავით სერგეენკო

როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში არსებული სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ.

შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს – ირაკლი ხმალაძე

„საუბარი იყო იმაზე, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლიდა, რადგან შენობა ამისთვის უკვე მზად იყო"

ილია მეორე თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრაგედია ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია.