LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება პოლონეთში

ვგმობთ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებს უკრაინაზე, პოლონეთს აფეთქების გამოძიებაში დახმარებას ვთავაზობთ – ნატოსა და G7-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„გამოვთქვამთ მზაობას, რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ მის თავხედურ თავდასხმებზე რომელსაც ახორციელებს მაშინ, როცა G20 იკრიბება, რათა გაუმკლავდეს ომის ფართო ზემოქმედებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მესამე მსოფლიო არ დაიწყება.. ნატოს მე-4 მუხლის თანახმად, დღეს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები შეიკრიბებიან! – ბუკა პეტრიაშვილი

„ურეაქციოდ რომ არ დარჩება ეს ამბავი, ცხადია! სავარაუდოდ, უკრაინა მიიღებს მეტ ჰსთ სისტემებს და ნატოს წევრ ქვეყნებში გაძლიერდება დაცვის საშუალებები“ - წერს პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდან არის ნასროლი

„არ მინდა ამის თქმა მანამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებ სავარაუდოა“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საგანგებო სხდომა გამართეს

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორისაც.