„აფხაზეთის რეგიონის ოკუპაცია და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობები, დღეს, როგორც არასდროს - აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს“ - აცხადებს პრემიერი.
მისი განმარტებით, ოფიციალურად ანტიქართულმა და შინაარსით ანტიაფხაზურმა პოლიტიკამ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა, რასაც აღიარებს იუნესკო და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება.