„გენოციდს უწყობთ ბავშვთა მოსახლეობას? ბავშვები არიან რძის პროდუქტების ძირითადი მომხმარებლები! ტყვიას ესვრი თუ საკვებით მოწამლავ აქვს მნიშვნელობა? ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს!“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომლის თანახმად, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.
