LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ომი

აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის და: „ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი და არც გმირის ოჯახის წევრებს, თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან და იქ მოუხადოს ბოდიში და იქ იცხოვრონ“

„ქართულ დროშაზე არ შედგა ფეხით, ასე წამებით მოკლეს და შემდეგ დაღუპულიც კი შეურაცხყვეს და როგორ შეიძლება, რომ მე რუსს და ოსს ვუწოდო მოძმე და ძმა, როგორ უნდა მქონდეს მიმღებლობა მათი ამ ქვეყანაში, არანაირად“ - უთხრა შმაგი სოფრომაძის დამ „ტვ პირველს“.

შალვა პაპუაშვილი: „2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა“

„ჩვენ 2008 წელს გვყავდა მარიონეტული რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახით. რა თქმა უნდა, მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა, რათა მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებით“ - თქვა პაპუაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: „კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია“

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს.