„სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, გამოძიების ეტაპის ამ ფორმით დასრულება მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად“ - ამბობს დავიდ სანაკოევი.
მინისტრის თქმით, მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელზედაც წერია, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები რუსებმა აწამეს და მოკლეს და რომ ოკუპაცია მიმდინარეა.
„ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილება ისტორიული და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა – სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ამბავზე სათანადოდ არ რეაგირებს.“
„გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ახლა საჭიროა კონკრეტული აქტივობა და დევნილებისთვის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.
თალაკვაძის შეფასებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების წარმატებაა.