ის ზიანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე აყენებს ჩვენს ქვეყანას და ხალხის მისწრაფებებს ძალიან დიდია, მაგრამ უნდა შევეცადოთ მსგავსი ნაბიჯებით მოვახერხოთ ამ ზიანის და რისკების შემცირება, -ამბობს ჯაფარიძე.
ALDE აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და 79 მოქმედ მინისტრს.