LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი

„ეს კვირა აქვთ დრო, თუ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“ – შალვა პაპუაშვილი

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ადვოკატი: ელისაშვილის ქმედებას ყოველთვის ფულის აღებასთან აკავშირებენ, რაც აბსურდია, მის სახლში სახლში ჩხრეკა ჩატარდა, გამომძიებლები გაკვირვებულები იყვნენ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასეთ სახლში ცხოვრობდესო

ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილმა ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას იარაღის ტარების კანონიერ უფლება ჰქონდა.

„ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და ამას აღიარებს, ახლა არის მარტივი კითხვა, აპირებს თუ არა „ლელო“ გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, თუ უნდა დარჩეს ტერორისტი მათ რიგებში?“ – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილის მიერ მოწყობილი „ტერორისტული აქტი“ არის სრულად შედეგი იმისა, რომ ბრიუსელმა რამდენჯერმე თვალი დახუჭა მათზე, ვინც მოძალადეები იყვნენ.