„ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.“– აღნიშნა პესკოვმა.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“ - აღნიშნულია მიმართვაში.
„აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად განვიხილავთ.“ – განაცხადა ინალ არძინბამ.
როგორც ევროპარლამენტარი საკუთარ „ტვიტში“ აღნიშნავს, ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს.