სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ საუბრისას მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებენ.
„აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია“ - თქვა შს მინისტრის მოადგილემ.