„ასეთ დროს აქციების ჩატარება პოლიციისთვის დამატებითი გამოწვევაა, თუმცა ჩვენ კანონით დადგენილ ყველა ზომას მივიღებთ, რომ შეკრების ყველა მონაწილის უფლება დაცული იყოს“ - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.
მისივე განმარტებით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები დაიცავენ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც კანონით აქვს გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.