„ერთი წლის წინ, როცა „MEGOBARI აქტი“ დააინიცირეს, მაშინ თქვა, რომ ვერ მიიღებდნენ და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს“
„ერთიანი სია ძალიან კარგი იდეაა და მხარს ვუჭერთ. მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, მაგრამ შეიძლება ასე არ გამოვიდეს. შეიძლება ორი დიდი „ნაცური“ გაერთიანება იყოს ან რაღაც ამდაგვარი“ – აღნიშნული განცხადება „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით , „გირჩი“ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერს ასეთ გაერთიანებებს.