მისი განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაელოდებიან, სხვა ოპოზიციური პარტიები როგორ იმოქმედებენ და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას თბილისში საკუთარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია დავასრულოთ პოლიტპატიმრების საკითხი მშვიდობიანად და მაგალითად, შევცვალოთ საარჩევნო სისტემა ისე, რომ გამოვრიცხოთ რომელიმე ერთი პარტიის დომინირება მომავალში.