LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ალექსანდრე ტაბატაძე

ალექსანდრე ტაბატაძე

ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

„დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

„ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, მაგრამ ეს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან იყო შეთანხმებული და მას შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა“ – სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში ალექსანდრე ტაბატაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ალექსანდრე ტაბატაძეს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ გაახსენდათ ეს საკითხი ახლა და ხომ არ არის მოტივირებული, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით თავის დროზეც ჰქონდათ რეაქცია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას

ფორუმის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„გოგოები მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს, თათულის დღე-დღეზე გამოღვიძებას ველოდებით, ნიაკოს ხვალ მორიგი, მესამე, ოპერაცია უტარდება… კოლოსალურ თანხებზეა საუბარი“ – ხაშურში, ავარიისას დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ოჯახის ახლობელი

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ოჯახის ახლობელი ალექსანდრე ტაბატაძე გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლეს უზიარებს.