მისივე განმარტებით, უკრაინელი სამხედროები ძალიან მძიმე სიტუაციის მიუხედავად, თავის პოზიციებს ინარჩუნებენ და თავდასხმითი ოპერაციების განხორციელებას ცდილობენ.
აღნიშნული განცხადება არესტოვიჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სთხოვეს შეეფასებინა ბრიტანეთის ყოფილი მაღალჩინოსნის პიტერ რიკეტსის მიერ გაკეთებული განცხადება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, საუბარია არა „ათასეულ“ მებრძოლზე, როგორც ამას რუსი დამპყრობლები ამტკიცებდნენ, არამედ გაცილებით მცირე რაოდენობაზე.