„ახლა რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, დავაპროექტოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი წინ ვერ დაგვიდგეს.“- თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც რეზნიკოვი განმარტავს, აქამდე საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებულ იარაღზე იყვნენ ორიენტირებულები, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა მათი გამოყენება იციან და მათი ომში ჩართვა დაუყონებლივ იყო შესაძლებელი, თუმცა რეზნიკოვის თქმით, აღნიშნული იარაღი 30-40 წლის წინ არის დამზადებული და ცუდ მდგომარეობაშია.