„მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც კომენტარებიც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, მოპოვებული არ არის“ - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.