მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ რაც კონკრეტული კლინიკა სწორ დოკუმენტაციას ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.
გასული წლის 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებულ ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე საზოგადოებრივი მხარდაჭერა გრძელდება.
ჭელიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამ ეტაპზე რეანიმაციაში მისი დაყოვნების საჭიროება აღარ არსებობს.