საზოგადოება „დამემართა შიშები, მეშინოდა უაზროდ ვიღაცის.. რომ არა ფსიქოზამდე მისვლა, ალბათ, ვერ გადავაგდებდი. მივხვდი, რომ ეს მდგომარეობა დამღუპველი, მომაკვდინებელი იყო.. შეუძლებელი არაფერია, ადამიანი ნებისმიერ „ლომკას“ გაუმკლავდება, არ მოკვდება“ – რას იწვევს „ალფა პვპ“-ს მოხმარება: ექიმი ნარკოლოგის ინტერვიუ სალომე სარიშვილი 22 მარტი, 2024 ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში მორიგ ცნობიერების ასამაღლებელ ვიდეო-ინტერვიუს უზიარებს, რომელიც მან სინთეზური ნივთიერების, [ასევე მოიხსენიებენ, როგორც „აბაზანის მარილს“] „ალფა პვპ“-ს (alpha-PVP) მომხმარებელთან ჩაწერა.