ტერიტორიის მიმდებარედ იმყოფებიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. საპროტესტო აქციას "ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება", "ალტ-ინფო" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" მართავს.
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შინაარსი ჰომოფობიურია და ითვალისწინებს LGBTQ თემის წევრებისთვის შეკრების და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ალტ-ინფოს“ წევრების მიმართ გამოძიება, 239-ე პრიმა მუხლითა და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწდებასა და მუქარას გულისხმობს.