ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ძალადბრივი დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიასთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მედიაზე გახშირებული თავდასხმების შესახებ.
"თუ წინა 20 ივნისის მსგავსი სურათი დადგება, სადაც ვნახავთ, რომ სახელმწიფო შენობებს, პოლიციას უტევენ, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე" - კოკა მორგოშია.
„რომელი უფრო საშიში ძალაა არ ვიცი - ჩემთვის პირადად, „ალტ-ინფო“, მისი განწყობები და „ნაცმოძრაობის“ ქცევები ერთი მედლის ორი მხარეა.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.