„საქართველომ, დიდი ხანია, მოახერხა ყველაფრის ქოც-ნაცურ დაპირისპირებად ქცევა. უკრაინის ომის საკითხი ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს“ – აღნიშნული განცხადებით შეაფასა პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული მოსმენა.