გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დღეს, დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„რაც შეეხება დედაქალაქის ამინდს 14 ივლისამდე: დღეს, დღის მეორე ნახევარში კვლავ იწვიმებს ელჭექით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ოდნავ დაკლებულია +35 გრადუსამდე. 9 ივლისსაც შენარჩუნდება იგივე ტემპერატურა“ - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა.
„23 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.