„არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას“ - წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს რეგულარულად უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე.
„არ უნდა გვეშინოდეს, რომ C ჰეპატიტის პროექტი აშშ-სთან პარტნიორობის შეჩერების გამო შეწყდება - ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი 2026 წლამდეა, თუ არ გაგრძელდა, სახელმწიფოს ისე არ უჭირს, რომ თავისთავზე არ აიღოს“