საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
მირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.
მირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.
ჩვენი თაობა, 1980 წლამდე ვინც ვართ აცრილი, გარკვეულად დაცულები ვართ, - ამბობს გამყრელიძე.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, PCR ტესტები ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შემოვა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად, როგორც მანვე თქვა, მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.
ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით დავადგინოთ ვირუსი.