"სამწუხაროდ, ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი", - აცხადებს გამყრელიძე.
განცხადებაში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს აღნიშნული პოსტი და მრავალწლიანი გამოცდილება მოახმაროს სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას.