"ის რომ შეთანხმების საგანი ამნისტიაა, კატეგორიულად მიუღებელია! მე დღეს, რა თქმა უნდა, ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება"
"ისინი ცდილობენ მიშელის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც ამნისტიას უკავშირდება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მცირე ნაწილის ხარჯზე შესრულდეს" - არჩილ თალაკვაძე.
დეპუტატის აზრით, ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის ფორმულირება უნდა შეიცვალოს და უნდა დაზუსტდეს, რომ ამნისტია არ შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობის მცდელობას.