მისი თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღონ, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება.
„ბატონო რატი, თქვენგან შეურაცხყოფას მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მმართველი გუნდის წევრს, რატი იონათამიშვილს პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე განხილვისას.