კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ იწყება გრძელი და კომპლექსური პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა დაახლოვდეს ევროპულ სტანდარტებთან. ეს დაახლოება აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ ყველაფრის გარდა, კანდიდატის სტატუსის მიღებით ქვეყანა იძენს უფრო მეტად სტაბილური სახელმწიფოს იმიჯს - ამბობს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი.
