აღნიშნულით იგი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.
„ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი. შეიძლება, დღეს იყოს, მაგრამ რამდენიმე წლისთავზე 51 პროცენტიც აღარ ექნება ქვეყანას“
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.