"იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს" - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
"მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნისა და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად".