LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი კასიანოვი

კობახიძე: კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა.. უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, თუ უკრაინაში „ბუკებს“ გავგზავნიდით, ეს იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში

„სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კასიანოვი: ფრენების შესაძლო აღდგენისა და რუსების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას

„ხაზს ვუსვამ: თუ მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხე დაემუქრება, ვიმუშავებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

„დიდი ტრაგედია და დანაკარგია როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი ერისთვის“ – ქაშვეთის ეკლესიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

„ბუბა კიკაბიძე ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში დარჩება და მილიონობით უკრაინელი გაიხსენებს მას, როგორც ნამდვილ ნიჭიერ ადამიანს და უკრაინის ერთგულ მეგობარს“ - ამბობს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

კასიანოვმა კონკრეტული ბრალდება გაახმოვანა აშშ-ის მიმართ, საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით, ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება – „ხალხის ძალა“

„თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი: ევროპასა და ამერიკაში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი

„კასიანოვმა ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილი თქვა, რომ თუ ჩვენ „ჯაველინებს“ უკრაინას გადავცემთ, ახალს მოგვცემს ამერიკა”.