LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი კასიანოვი

ტყემალაძე კასიანოვის განცხადებაზე: უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ, მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ

„მზად ვართ, მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

ვაშაძე: 2008 წელს უკრაინა შეიარაღებით გვეხმარებოდა, „ქართული ოცნება“ გენერატორითაც კი არ ეხმარება

„ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება, რასაც სჩადის „ქართული ოცნება“. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, როცა ხელისუფლება ასე საქვეყნოდ გვჭრის თავს“ - ამბობს ვაშაძე.

კასიანოვი: თბილისში უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ ჯარისკაცებისთვის პატივი მიგვეგო

„დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან, განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა“ - ამბობს ანდრეი კასიანოვი.

კასიანოვი: მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, უკრაინისთვის იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე საქართველოს მთავრობისგან პასუხი არ მიგვიღია

„ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს“ - აცხადებს ანდრეი კასიანოვი.