შემთხვევა შაბათს მოხდა, თუმცა ვასილ გოგალაძე პრორუსული და ანტიუკრაინული განცხადებებით მანამდეც აქტიურად გამოირჩეოდა, რომელსაც ის სოციალურ ქსელში დღემდე ხშირად ავრცელებს.
კასიანოვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შემდეგ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული დელეგაცია სხვა კონფერენციას დაესწრო.“
კასიანოვი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს „ურჩევს“ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.
„საერთოდ, დიპლომატიის ისტორიაში არ არსებობს არცერთი დიპლომატი, რომ სტუმარმა დიპლომატმა ასეთი განცხადება გააკეთოს ქვეყნების ურთიერთობების საწინააღმდეგოდ, ამას ჰქვია ცეცხლზე ნავთის დასხმა“