ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა და სანქციების გვერდის ავლის მორიგ სავარაუდო ფაქტზე ისაუბრა.
მთავარი საფრთხე არის ოკუპანტი რუსეთი და ამ დროს თავდაცვის სამინისტრო, მის დაქვემდებარებაში მყოფი "დელტა" ყიდულობს გაზპრომისგან პროდუქციას, - ამბობს მოძრაობის ხელმძღვანელი.
"ახლა, როცა საქართველოში ისევ დატრიალდა კორუფციის სუნი და "ხელისუფლებას" ეს აწყობს, მხოლოდ ჩვენი, მთელი საზოგადოების ერთობლივი მუშაობით შეიძლება ამასთან გამკლავება" - აცხადებს სააკაშვილი.