"პატიოსნად ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს და არ ვაძლევთ არავის საშუალებას, რომ გვერდი აუაროს საქართველოს მეშვეობით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია იყოს მკაცრი, მყარი".
"საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია".
რუსეთის რამდენიმე უმდიდრესი ადამიანი უკრაინაში ომისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მათი სავარაუდო კავშირების გამო, დასავლეთის მხრიდან სანქციებს დაექვემდებარა.