"სამწუხარო ის ფაქტია, რომ საქართველოში ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლოს მიმართ დაკარგულია. ეს არის პრობლემა, თორემ პროკურატურის დასკვნაზე ამხელა ამბის ატეხვა არასწორია".
ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ბერა ივანიშვილის, პრემიერისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებზე გამოძიების არ დაწყება, შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს.
არ აქვს მნიშვნელობა ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. იგივე პოზიცია მაქვს, რომ თუ ვინმე შემაგინებს და ოჯახს შეეხება მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ერთი ქართველი ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის