საზოგადოება „7 წლის და 6 თვის შემდეგ სტრასბურგმა გაგვამართლა“ – საქმე, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგეს სალომე სარიშვილი 15 დეკემბერი, 2022 „პირველი მოგებული სტრასბურგი“, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი და აღნიშნავს, რომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ 2015 წელს „არა პანორამას“ აქციაზე დაკავებული 7 მონაწილე გაამართლა.