„არა მოღალატეებს“, „თავისუფლება მიშას“ - ამ შეძახილებით შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან.
„თავისუფლება მიშას“ – ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.