"დროას" ლიდერმა პარლამენტთან ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ დღის განმავლობაში, პროტესტის ფორმის განვითარებაზე სამსჯელოდ შეხვედრები ექნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან.
დამენიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, აუცილებელია ეს ბრძოლა კარგად გააზრებული და კომპლექსური იყოს.