LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია რუსთაველზე

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 4 პირიდან 1 წარსულში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული, 1 კი არაერთგზის ნასამართლევია

შეგახსნენებთ, რომ შსს-მ 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დააკავა - ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

პარლამენტის შენობის წინ აქცია-კონცერტი დაიწყო

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებისადმი მიძღვნილი სიმღერას შეასრულებენ

„გლდანის საცურაო აუზის“ დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ აუზის თანამშრომელი აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გათავისუფლდა

ის პირადი განცხადების საფუძველზეა სამსახურიდან წასული. რამდენადაც ვიცი, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ინსულტი ჰქონდა გადატანილი

პირადად მეც ვთხოვ გიორგი გახარიას, რომ გადადგეს – სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსის აზრით, მხოლოდ გახარიას გადადგომა არ არის საკმარისი და უნდა შეიცვალოს მთლიანად მთავრობა, რაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ნიშნავს.