“შაბათს ყველაფერს გავაჩერებთ” – მედიის წარმომადგენლები 17 ივლისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ
"აქციების არავითარი გადადება და შეწყვეტა არ იქნება" - გიგა მაქარაშვილი.
"აქციების არავითარი გადადება და შეწყვეტა არ იქნება" - გიგა მაქარაშვილი.
ადგილზე იმყოფებიან საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათ სურთ, მედიამენეჯერები შენობაში შეიყვანონ.
ჟურნალისტები მდუმარე აქციით "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები, "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, ისინი მმართველ გუნდს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
"ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს ფორმა იყო ოჯახის და გარდაცვლილის მიმართ უპატივცემულობა. შესაძლებელი იყო, უფრო ადამიანურად მომხდარიყო ეს ყველაფერი"