„ქაცარავას ცემის კადრებს რომ უყურა იმ 84-მა და მათმა ოჯახის წევრებმა, შვილებმა, ნუთუ არცერთს არ გიმტყუნებთ ნერვები? ერთიც არავინაა თქვენს შორის, ვინც იტყვის – არ ვმონაწილეობ, ხალხისკენ ვარ, ამ ფასად არაფერი მინდა!“- ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქციიდან ვიდეოს ავრცელებს და სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართა გადამეტებულ აგრესიაზე საუბრობს.
