მისივე თქმით, ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით „ვოზორიტიდით“ უზრუნველყოს.